„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა... სრულად

სიახლეები

ჰონგკონგის ბიზნეს და პროფესიონალური დელეგაციის ვიზიტი ჰუალინგ ჯგუფში -

19 მარტს, ჰუალინგ ჯგუფს ვიზიტით ეწვია დელეგაცია ჰონგკონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს, ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკის განვითარების ბიუროსა და ჩინეთის გუანგდუნის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის შემადგენლობით. ჰუალინგ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ვანგ შენგსინმა დელეგაციის წევრებს კომპანიის არსებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ხოლო ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ ასათიანმა იმ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე … დაწვრილებით: ჰონგკონგის ბიზნეს და პროფესიონალური დელეგაციის ვიზიტი ჰუალინგ ჯგუფში

საქართველო – ჩინეთის სინძიანური საექსპორტო პროდუქციის გამოფენა 2018 -

2018 წლის 29 ნოემბერს ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზამ უმასპინძლა საქართველო – ჩინეთის სინძიანური საექსპორტო პროდუქციის რიგით მე-7 გამოფენას. გამოფენა 2 დღე გაგრძელდა – 29 და 30 ნოემბერი და წარმოდგენილი იყო 200-მდე ჩინური კომპანია შემდეგი პროდუქციით: სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰორეკა, საოჯახო ტექნიკა, სარეკლამო მასალები და სხვა.

საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია -

2018 წლის 16 ნოემბერს ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაში ჩატარდა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზისა და ჰუალინგ ინთერნეიშენალ ჰოუმ პლაზის ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, ქართული და ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა, თბილისის ზღვის პლაზის არსებულმა და პოტენციურმა პარტნიორებმა და ა.შ. ჰუალინგ ინთერნეიშენალ ჰოუმ პლაზა გახსნის შემდეგ მომხმარებლებს ისეთ მრავალფეროვან პროდუქციას … დაწვრილებით: საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია