ბაზის ბანკი

2012 წელს ჰუალინგ ჯგუფმა ბაზისბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ბაზისბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს. ის უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც კერძო პირებსა და კომპანიებს სრულფასოვან საბანკო მომსახურებებს სთავაზობს.
კაპიტალის გაზრდამ ბაზისბანკის სტაბილურობასა და მომსახურების მაღალ ხარისხს დიდი ფინანსური შესაძლებლობებიც შემატა. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ქართულ საბანკო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტიტუტია.