ვაკანსია სავაჭრო ცენტრ “თბილისის ზღვის პლაზაში” საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** კლიენტთა მომსახურების სისტემის შემუშავება და ბიზნეს ოპერაციების მსვლელობის მონიტორინგი
** სრული საინფორმაციო ბაზის მომზადება მოიჯარეებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ქირავნობის საბუთებს, კონტრაქტების შეცვლა/განახლებას, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტაციას
** მოიჯარეების მიერ დასმულ შეკითხვებზე დროული და კომპეტენტური პასუხების გაცემა, კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად
** მოიჯარეებისათვის იჯარის ან სხვა გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა
** კომპანიის მიერ მოიჯარეებისთვის დადგენილი ნორმების შესრულების შემოწმება, არსებული დარღვევების აღმოჩენა, მათი აღწერა და ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში
** კომუნალური და ქირის გადასახადების გადახდის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (კომერციული პროექტებისა და სავაჭრო ცენტრის ოპერირების მენეჯმენტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირების უნარი
** შედეგზე ორიენტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მენეჯმენტი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!