ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქის გარეუბანში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში საუკეთესო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მას გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, ადვილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაადგილება, პლაზა განთავსებულია ქალაქის ცენტრთან ახლოს, მოხერხებულია უცხოელი ბიზნესმენებისათვის თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად.

„თბილისის ზღვის პლაზის“ სამშენებლო ფართობი 150 000 მ2-ია, აქედან 24 000 მ2 მსოფლიო ბრენდების საგამოფენო პავილიონის, 18 000 მ2 საერთო პავილიონისა და 15 000 მ2 გადასახადებისაგან თავისუფალი ტერმინალისა და სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობა 2014 წელს უკვე დასრულდა, ხოლო 110 000 მ2 ფართობის სავაჭრო ცენტრის შენობის მშენებლობა – 2016 წელს.

საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ მთლიანი სავაჭრო ზონის და ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას. დღეისათვის ჩინეთის, თურქეთის, დუბაისა (არაბეთის გაერთიანებული ემირატების) და სხვა ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებმა უკვე გააფორმეს შეთანხმებები ჰუალინგის სავაჭრო ცენტრთან და დაიწყეს „თბილისის ზღვის პლაზაში“ საქმიანობის  განხორციელება. სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტო მანაქანის ნაწილები და სხვა. „თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნა 2017 წლის 30 სექტემბერს!