ფინანსური სფერო

2012 წელს ჰუალინგ ჯგუფმა შეიძინა სს “ბაზისბანკის“ აქციების 90%, რითაც ხელი შეუწყო ჩინეთ-საქართველოს შორის იუანის კონვერტაციის საკითხის მოგვარებას. სს „ბაზისბანკი“ ორიენტირებულია ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ პროექტის აღსრულებით ჰუალინგ ჯგუფი გახდა პირველი ჩინური კერძო კორპორაცია, რომელმაც საზღვარგარეთ შეიძინა კომერციული ბანკი, განახორციელა ინვესტიციები და შეძლო უცხოეთში მრავალმხრივი განვითარება, კერძოდ, მან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფინანსური სფეროს განვითარებაში.