ჰუალინგ საერთაშორისო ეკონომიკური ზონა

ჰუალინგ ჯგუფმა მოახდინა ინვესტირება „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტში, ჰუალინგი არის ჩინური კერძო კორპორაცია საქართველოში, რომელმაც განახორციელა ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდების პროექტი. 2012 წლის 7 ივლისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში საზეიმო ვითარებაში მოხდა პროექტის მშენებლობის დაწყების გახსნა. პროექტით განსაზღვრული სამშენებლო ობიექტები მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, პროექტის საერთო ფართობი 420 ჰექტარი. პირველ ეტაპზე განხორციელდება 300.000.000 (სამასი მილიონი ) აშშ დოლარის ინვესტირება, მშენებლობის პერიოდი გაგრძელდება 10 წელს.

იგეგმება ყველაზე მასშტაბური და მაღალი კლასის კომერციული ფართების, გადამამუშავებელი საწარმოს, საცხოვრებელი რაიონის, ტურისტული ზონის, გამოფენა-გაყიდვის ცენტრის, რესტორნის, სასტუმროს, გართობისა და დასვენების ცენტრისა და თანამედროვე სავაჭრო-გასართობი ცენტის მშენებლობა.