მენეჯმენტი CEO ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტი ბატონი მი ენხუა 2005 წლიდან დღემდე დაჯილდოვებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის, სახელმწიფო განვითარებისა და რეფორმების აღსრულების კომისიის, ადამინური რესურსების, სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო მთავარი დეპარტამენტისა და სახელწიფო სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანების სპეციალური ჯილდოთი “არასაჯარო პირის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“. ჩინეთის სახელმწიფო ქველმოქმედთა საბჭოს მიერ საქველმოქმედო საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის იგი დაჯილდოვებულია „პატრიოტის“ მედლითა და „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამსახურებული ჯილდოთი“,ხოლო სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს „ჩინეთის სახალხო ქველმოქმედის“ წოდება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ასი ქველმოქმედის სიაში იკავებს საპატიო ადგილს. 2005 წლის 1 მაისს მი ენხუა დასახელდა „წარმატებულ დამსაქმებელად“ და გადაეცა განსაკუთრებული ჯილდო „წარმოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“.