საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

2018 წლის 16 ნოემბერს ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაში ჩატარდა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია.

ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზისა და ჰუალინგ ინთერნეიშენალ ჰოუმ პლაზის ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, ქართული და ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა, თბილისის ზღვის პლაზის არსებულმა და პოტენციურმა პარტნიორებმა და ა.შ.

ჰუალინგ ინთერნეიშენალ ჰოუმ პლაზა გახსნის შემდეგ მომხმარებლებს ისეთ მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს, როგორიცაა: ავეჯი, სამშენებლო მასალები, დეკორი, ტექსტილი, საოჯახო ტექნიკა, ჰორეკას პროდუქცია და სხვა.