საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა

საქართველო-ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა
2017 წლის 17 დეკემბერს, ჰუალინგ. თბილისის ზღვის პლაზაში საქართველო – ჩინეთის სინძიანის საექსპორტო პროდუქციის რიგით მეექვსე გამოფენა გაიმართა.
გამოფენა გაიმართა ქ. ურუმჩის სახალხო მთავრობის, სინძიანის ავტონომიური რეგიონის კომერციის განყოფილებისა და ჰუალინგ ჯგუფის ორგანიზებით და ასევე საქართველოში ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
გამოფენაში 100-მდე ჩინურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი პროდუქცია მოიცავდა სამშენებლო მასალებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექსტილს, საიუველირო ნაწარმს, გამაჯანსაღებელ პროდუქციას და ა.შ.