ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ვიზიტი ჰუალინგ ჯგუფი

21 სექტემბერს ჰუალინგ ჯგუფს ვიზიტით ეწვია ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს დელეგაცია. სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანგ შენგსინმა დელეგაციას წარმოუდგინა პრეზენტაცია ჰუალინგ ჯგუფის დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსებ ნიბლაძემ სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და შესაბამისი საშეღავათო პოლიტიკა გააცნო, ხოლო ჰუალინგის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის მენეჯერმა, მარიამ ასათიანმა, დეტალურად ისაუბრა თიზში ინვესტიციების განხორციელების უპირატესობებზე.