ჰუალინგი. ხე – ტყე

ჰუალინგ ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის განვითარებაში. საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით არის დაფარული. 2008 წელს ჰუალინგ ჯგუფმა შეიძინა ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზია, რაც მოიცავს ყოველწლიურად 88 000 მ3 ხის დამზადების უფლებას. ამ ეტაპზე ყოველწლიურად იჭრება 30.000 მ3 ხე-ტყე, რაც ლიცენზიით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მცირეა. ამრიგად, შემდგომი განვითარების პერსპექტივა დიდია, პოტენციური მოგება კი – უხვი.

როგორც საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორი სატყეო მეურნეობაში, ჰუალინგ ჯგუფი სარგებლობს საშეღავათო პირობებით და გააჩნია საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები. ჩვენ გაგვაჩნია ხე-ტყის გადამუშავების ერთიანი და კომპლექსური სისტემა, რაც მოიცავს: ხის მოჭრას, გადამუშავებას, ავეჯის დამზადებას და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მეშვეობით საექსპორტო ბაჟის გარეშე ქვეყნიდან ექსპორტს. ქალაქ ქუთაისში არსებული ავეჯის ქარხნის ფართობი 20.000 მ2-ს შეადგენს, ავეჯის საგამოფენო დარბაზის ფართობი კი – 2.500 მ2-ს.

ხე-ტყის ექპორტი ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს მდებარე ფოთის პორტიდან. ხე-ტყის 95%-ის ექსპორტი ხორცელდება შუა აზიაში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, დანარჩენი 5 %-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. მზა ხის მასალის ექპორტი კი ხდება თურქეთში, სომხეთში ჩინეთში და დუბაიში.