ჰონგკონგის ბიზნეს და პროფესიონალური დელეგაციის ვიზიტი ჰუალინგ ჯგუფში

19 მარტს, ჰუალინგ ჯგუფს ვიზიტით ეწვია დელეგაცია ჰონგკონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს, ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკის განვითარების ბიუროსა და ჩინეთის გუანგდუნის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის შემადგენლობით.
ჰუალინგ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ვანგ შენგსინმა დელეგაციის წევრებს კომპანიის არსებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ხოლო ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ ასათიანმა იმ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელთაც თიზი უცხოურ კომპანიებს სთავაზობს.