ჰუალინგი. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივად ხელმისაწვდომია რეგიონული და ევროპული ბაზრები, „ჰუალინგ ჯგუფმა“ გადაწყვიტა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და სამრეწველო ქალაქ ქუთაისში დაეარსებინა.

პროექტმა საქართველოს მთავრობის დიდი მოწონება დაიმსახურა და 2009 წელს კომპანია „ჰუალინგ ჯგუფსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ.2015 წელს კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ჰუალინგის ინდუსტრიულმა ზონამ“ მიიღო „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი“.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მოიცავს 36 ჰექტარს. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ მაგისტრალს თბილისსა და შავი ზღვის ქალაქებს შორის (ფოთი, ბათუმი). მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო ტრანდპორტი დასაზღვაო პორტები) ქუთაისის თიზ-ი წარმოადგენს ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ და სავაჭრო ცენტრი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებში.

ინდუსტრიულ ზონაში უკვე ოპერირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხუთი გადამამუშავებელი საწარმო, ესენია: ხის, სამშენებლო ქვის, ავეჯის, ლითონკონსტრუქციებისა და მატრასების საწარმოები; ფარმაცევტული პროდუქციის, უალკოჰოლო სასმელების, ავტონაწილების და სხვა მზა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი.
იგეგმება ფერო-შენადნობების, პლასტმასის გადამამუშავებელი, ტექსტილისა და ტანსაცმლის, მზის ენერგო-პანელების წარმოების პროექტები.

 


 

ჰუალინგ თიზ -ის უპირატესობები:

• 100%-ით გათავისუფლება : ყველა ტიპის პროდუქტის იმპორტ/ექსპორტის გადასახადისგან, ნედლეულის, ტექნიკა-დანადგარებისა და ძირითადი საშუალებების ჩათვლით;
• ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები მრავალ ქვეყანასთან;
• თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დსთ-სა და თურქეთთან;
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება – გადასახადებისგან თავისუფალი იმპორტი ევროპის ქვეყნებში;
• თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან
• თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი EFTA-ს (თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის)ქვეყნებთან (შვეიცარიაში , ლიხტენშტეინში, ისალნდიასა და ნორვეგიაში);
• პრეფენციალური სავაჭრო შეთანხმებები ( განსაკუთრებული სავაჭრო პირობები აშშ-სთან, კანადასთან და იაპონიასთან);

მარტივი და ეფექტური ბიზნესის წარმოება

• ძირითადი შეთავაზებები:
• სხვადასხვა ზომის შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები და საოფისე ფართები;
• კომპანიებისთვის იურიდიული მისამართების მინიჭება;
• სერვისები: ტვირთის გადაზიდვა, საბაჟო – საბროკერო მომსახურება და სხვა ადმინისტრაციული მომსახურებები – დახმარება წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად;
• ხელმისაწვდომი ტარიფები შენობებზე, ლიცენზიებსა და სერვისებზე;
• ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ფასი რეგიონში
• იმპორტ/ექსპორტის მარტივი და სწრაფი პროცედურები
• არ მოქმედებს შეზღუდვა ფასნამატზე;
• არანაირი შეზღუდვები და კვოტები იმპორტსა და ექსპორტზე;
• უსწრაფესი პროცედურა ლიცენზიის მისაღებად;

სტრატეგიული ლოკაცია ბიზნესისთვის

• ლოგისტიკური ცენტრი, კავკასიის ევროპის და ცენტრალური აზიის ბაზრის გასაფართოებლად – აბრეშუმის გზის შუა გულში;
• წარმოებისა და დისტრიბუციის ცენტრი, რომელიც იძლევა 2,4 მილიარდი მოსახლეობის ბაზარზე გასვლის საშუალებას.
• სიახლოვე ფოთის პორტთან;
• სარკინგზო და სახმელეთო გზა კავკასიასთან, დსთ-სა და ევროპასთან;
• საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურება/ სატრანსპორტო ხაზები და მულტიმოდალური ტრანსპორტირების შესაძლებლობები;

ბიზნესის წამოწყება – მარტივი და სწრაფი

• კომპანიის რეგისტრაცია 1 დღეში;
• დასაშვებია 100% უცხოურ საკუთრებაში მყოფი კომპანია;
• არ საჭიროებს საწყის კაპიტალს;
• არ საჭიროებს კაპიტალდაბანდებას;
• არ ხორციელდება ვალუტის კონტროლი;
• სახელმწიფოს მხრიდან არ ხორციელდება აუდიტორული შემოწმება;
• საბანკო ანგარიშის შექმნის სწრაფი და მარტივი შესაძლებლობა
• ბიზნესის ოპერირება – გადასახადებისგან თავისუფალი გარემო

100% -ით გათავისუფლება: დღგ-ს, მოგების, დივიდენდის და ქონების გადასახადებისგან;

• 100%-ით გათავისუფლება : ყველა ტიპის პროდუქტის იმპორტ/ექსპორტის გადასახადისგან, ნედლეულის, ტექნიკა-დანადგარებისა და ძირითადი საშუალებების ჩათვლით;
• ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები მრავალ ქვეყანასთან;
• თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დსთ-სა და თურქეთთან;
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება – გადასახადებისგან თავისუფალი იმპორტი ევროპის ქვეყნებში;

ჰუალინგი – დამხმარე ადამიანური რესურსების მოძიების საკითხში;

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ ქუთაისის თიზ-ის ვებ-გვერდი: www.hualingfiz.ge  ან დაგვიკავშირდით:  T +995 595 117151 ; info@hualingfiz.ge