ჰუალინგი ჩინეთში

ჰუალინგ-სინძიანი

შპს „ჩინეთის ჰუალინგ-სინძიანის სავაჭრო-საწარმოო ჯგუფის “ მთავარი ამოცანაა სასაქონლო საბითუმო ბაზრის განვითარება. გააჩნია 4 დიდი საბითუმო ბაზარი და 30-ზე მეტი შვილობილი საწარმო, რომელიც დაკომპლექტებულია 3000-ზე მეტი მომუშავე პერსონალით, ამასთანავე, კომპანია საგარეო ვაჭრობას, მოდერნიზებული მეცხოველეობის, უცხოური რესურსების პროექტებს და სხვა მსგავს საქმიანობას ახორციელებს ერთი კერძო საწარმოო დეველოპერული ჯგუფის მეშვეობით.

ჰუალინგ ჯგუფის მიერ უკვე ამუშავებულია ოთხი დიდი ბაზარი, ესენია: „ურუმჩი-ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი“, „ჰუალინგ-სინძიანის ინტეგრირებული საბითუმო ბაზარი“,“ჰუალინგის საიუველირო ნაწარმისა და ნეფრიტის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი“ და „ჰუალინგის ბაზრის სამშენებლო მასალების საექსპორტო ბაზა“, მათი შენობების საერთო ფართობი 2 200 000 მ²-ზე მეტია . ფუნქციონირებს 22000-ზე მეტი საწარმო.

მათ შორის, ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი დასავლეთ ჩინეთში, აგრეთვე შუა და დასავლეთ აზიაში ყველაზე დიდი სასაქონლო ბაზარია. ის არა მარტო სინძიანის სასაქონლო ბრუნვის მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, არამედ, ამასთანავე, წარმოადგენს შუა და აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყანაში იმპორტის მთავარ გზას.

ჰუალინგის განვითარების ეტაპები

20 წელზე მეტია, რაც ჰუალინგ ჯგუფი შეიქმნა, კომპანიამ საკუთარი ბაზრის მშენებლობის განმავლობაში, თანმიმდევრობით შექმნა B-კლასის სამშენებლო, აგრეთვე დეკორაციებსა და დიზაინზე მომუშავე კომპანიები. ჩამოაყალიბა დიდმასშტაბიანი ვაჭრობის და მცირემასშტაბიანი სასაზღვრო ვაჭრობის უფლების მქონე ექსპორტ-იმპორტის კომპანია. მთლიანად რეგისტრირებულია 500 მილიონ იუანზე მეტი კაპიტალის მქონე კომპანიები.

ჰულინგი მოიცავს მსხვილი სამშენებლო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 100 სატრანსპორტო კომპანიას; სინძიანის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის, ქალაქის და სამხედრო ბაზების მასშტაბით სატრანსპორტო გადაზიდვების ლოჯისტიკურ კომპანიას; ჰუალინგის ბაზრისა და ჰუალინგის დაახლოებით 2000000 მ² საწარმოო ფართის უძრავი ქონების მმართველ კომპანიას, უძრავი ქონების კომპანიას, აგრეთვე გათბობის კომპანიას, რომელსაც გააჩნია ბუნებრივ აირზე მომუშავე 100 ტონიანი 4 საქვაბე და თხევად აირზე მომუშავე 80 ტონიანი 2 საქვაბე; ჰუალინგის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს და სხვა.

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში აღსანიშნავია ორი პროექტი: „იმედის სკოლა“ და სამხრეთ სინძიანის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა.

1992 წლიდან დღემდე ჰუალინგ ჯგუფი ღარიბი და უმწეო მოსახლეობისათვის აფინანებს განათლების მიღების პროექტებს, ამ მიმართულებით კომპანიის მიერ განხორციელებული დაფინანსება აღემატება 30 000 000 იუანს. 2001 წლიდან ჰუალინგ ჯგუფმა სამხრეთ სინძიანის ყველაზე ღარიბ რაიონებში შვილად აიყვანა 152 ეთნიკურად განსხვავებული ობოლი და 10 000 000 იუანის ოდენობის ინვესტიციით მათთვის შექმნა სკოლა. კომპანიამ ამით შეძლო განათლების მიღების პროგრამის დაახლოებით 500 ბენეფიციარისათვის დაახლოებით 10 წლიანი დაფინანსების განხორციელება.

ამის გარდა, ჰუალინგ ჯგუფმა გამოიყენა დიდი რაოდენობით ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსი და ორ ეტაპად განახორციელა სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომლის დახმარებით 6800-მა გლეხმა დააღწია თავი სიღარიბეს. დღესდღეობით მიმდინარეობს სიღარიბის დაძლევის პროგრამის მესამე ეტაპი.

ჰუალინგის რეპუტაცია

ჰუალინგ ჯგუფი სწრაფი განვითარებისა და სასარგებლო პროექტების განხორციელების გამო, არაერთგზის იქნა აღიარებული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

ჰუალინგ ჯგუფი გამარჯვებულია ისეთ სახელმწიფო ნომინაციებში, როგორიცაა“წარმარტებული საწარმო”,“დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში წარმატებული საწარმო“ და სხვ.

გამარჯვებული ნომინაციები

წარმატებული წევრი საწარმო (ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანება)

წარმატებული საწარმო დასაქმებისა და საზოგადოებრივი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის (სახელმწიფო შრომისა და სოციალური დაცვის (უზრუნველყოფის) სამინისტრო)

კეთილსინდისიერი გადამხდელი (სინძიანის ატონომიური ოლქის პარტიული კომიტეტი და მთავრობა) (ქ.ურუმჩის მერია)

AAA საწარმოს საკრედიტო კატეგორია

ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სხვ.