ურუმჩი-ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი

ეს ბაზარი მდებარეობს ქალაქ ურუმჩიში შუეიმოგოუს რაიონში, პროექტს უჭირავს 105 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ექსპლუატაციაში მიღებული შენობების საერთო ფართი აღემატება 1000000 მ²-ს, კომპანია ძირითად საქმიანობას შემდეგ სფეროებში ახორციელებს: შენობისათვის განკუთვნილი ყველანაირი სახეობის მოსაპირკეთებელი მასალა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მეორე და მესამე კატეგორიის ელექტრო ტექნიკა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო საქონლის საბითუმო და საცალო ბაზრობა. მასში გაერთიანებულია 12 დიდი და 50-ზე მეტი სპეციალიზებული სახეობის ბაზარი.

მათ შორისაა, ბაზრის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამი დიდი მოქმედი მთავარი შენობა: „ჰუალიგის საერთაშორისო სავაჭრო პლაზას“ შენობა, რომლის ფართობი შეადგენს 320000 მ²- ს, „ჰუალინგის სავაჭრო ქალაქის“ შენობა, რომლის ფართობი შეადგენს 210000მ²-ს და „ჰუალინგის კერამიკული ნაწარმის ბაზრის“ შენობა, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 300000 მ²-ს, ეს შენობები არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქ ურუმჩის განსაკუთრებული დიზაინის კომერციულ ნაგებობათაგან ერთერთია.

ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულია კომერციული, საგადასახადო, ხარისხის მონიტორინგის, მეორე კატეგორიის საპორტო, საბანკო, საფოსტო და სატელეკომუნიკაციო, საკონსულტაციო, საინფორმაციო ქსელის, საქონლის გადაზიდვის (კარგო), უსაფრთხოების, სახანძრო და აგრეთვე ყველა სხვა მიმართულების სამსახურები, ამასთანავე ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულია ქალაქის ყველა მიმართულებით მოძრავი სამგზავრო სამარშრუტო ტაქსების სადგური, ხოლო ზოგი სამარშრუტო ტაქსი ბაზრის გავლით მოძრაობს, ტრანსპორტის თვალსაზრისით ძალზედ მოხერხებული მდებარეობა აქვს, მთელი ჩინეთიდან ჩამოსული ყველაზე ცნობილი დაახლოებით 10000 ფირმა ამ ბაზარში ახორციელებს თავის სავაჭრო საქმიანობას, ყოველდღიურად კლიენტების ნაკადი აჭარბებს 10000000-ს, დღეში მის ტერიტორიაზე დაახლოებით 20000 ერთეული მანქანა მოძრაობს.

ჰუალინგის ინტეგრირებული ბაზარი 1999 წელს უკვე სახელმწიფო სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის და სახელმწიფოს შიდა სავაჭრო სამსახურის მიერ აღიარებულ იქნა როგორც ეროვნული (სახელწიფოს) საკვანძო დამაკავშირებელი საბითუმო ბაზარი; 2006 წლის მარტში სახელმწიფოს კომერციულმა განყოფილებამ აღიარა როგორც ქვეყნის პირველი საკვანძო დამაკავშირებელი ბაზარი, ეს ბაზარი ითვლება ჩინეთის დასავლეთ ნაწილში და აგრეთვე დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდ სასაქონლო ბაზრად, ის არა მარტო სინძიანის საქონელბრუნვის მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, არამედ აგრეთვე წარმოადგენს შუა და დასავლეთ აზიის ყველა ქვეყანში ქვეყნის შიდა პროდუქციის გატანისთვის განკუთვნ მთავარ გზას.