ჰუალინგის საიუველირო ნაკეთობების საერთაშორისო სავაჭრო

აღნიშნული ცენტრი მდებარეობს ქალაქ ურუმჩის ქუნლუნის რაიონში, განთავსებულია ქალაქის მუნიციპალიტეტთან ახლოს. მათ შორის, მთავარი შენობა მთლიანად ვიტრაჟული კონსტრუქციითაა ნაგები. შენობაში განთავსებულია სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, აგრეთვე ესკალატორი, დამონტაჟებულია ცენტრალური კონდიცირების სისტემა, შენობის ფართობი აღემატება 76000 მ2-ს, შენობის ყოველი სართულის ფართობი კი 10000 მ2-ია. ბაზრობის მთავარი შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 100 000 მ2-ს.

აღნიშნულ სავაჭრო ზონაში განთავსებულია: იასპის ნედლეულის სავაჭრო ტერიტორია, იასპის გადამამუშავებელი განყოფილება, გამოფენა-გაყიდვის ცენტრი ღია ცის ქვეშ, ჰოტანის ნეფრიტის ნაწარმის მაღაზია, ნეფრიტის ნაკეთობების ბუტიკი, საიუველირო ნაკეთობების საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრი, მაღალი ხარისხის იასპის ნედლეულის გამოფენა გაყიდვის ზონა და სხვა.

დაახლოებით 100000 მ2 ფართობის ტერიტორიაზე განლაგებულია ნეფრიტის სავაჭრო ცენტრი, სადაც უკვე 5000-ზე მეტი მოვაჭრე და მეწარმეა რეგისტრირებული. მასშტაბებიდან გამომდინარე იგი პირველი კლასის სავაჭრო ცენტრად ითვლება, ჰუალინგის საიუველირო ნაკეთობების საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი წარმოადგენს გრანდიოზულ და მრავალპროფილიან ბაზრობას, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების დამსახურებით, წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა სახეობის პროდუქცის გაყიდვას; ესენია: მწვანე ნეფრიტი, შოუშანის ქვა, მიანმარის იასპის, კორეული, რუსული, პაკისტანური და მსოფლიოში არსებული სხვა სახეობის იასპის ქვები. აქ შეხვდებით ყველანაირ ნაწარმს, დაწყებული ნეფრიტის უბრალო სახეობებით, მსოფლიოში საუკეთესო ოსტატობით შესრულებული ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული.