ჰუალინგის სამშენებლო მასალების ბაზრობის საექსპორტო ბაზა

ჰუალინგის სამშენებლო მასალების ბაზრობის საექსპორტო ბაზა მდებარეობს ქ. ურუმჩის მიდუნის რაიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

იგი წარმოადგენს ქ. ურუმჩის უახლეს სამშენებლო ცენტრის მოსაზღვრე რაიონს, მოცემული ბაზრობის ფართობია 23 ჰა, ხოლო საერთო სამშენებლო ფართობი შეადგენს 1 080 000 მ2 , უკვე აშენებულია 800 000 მ2 საბაზრო ტერიტორია. ბაზრობა მდებარეობს ქალაქ ჰოტანის მაგისტრალის დასავლეთით, ბაზრობის ცენტრალურ ნაწილში, სადაც გადის ჩრდილოეთის წრიული გზა, ტრანსპორტის თვალსაზრისით მოსახერხებელია.

შეუფერხებლად მუშაობს შიდა და საერთაშორისო ლოჯისტიკა, სამშენებლო ქვის სავაჭრო ზონა, ლითონის მასალების სავაჭრო ზონა, ადგილობრივი პროდუქციის ბაზრობა, მეორე და მესამე კატეგორიის ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ბაზრობა, მოტოციკლეტების სავაჭრო ზონა, უჟანგავი ფოლადის, ფოლადის ფირფიტების, ფოლადის ნაწარმის, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის პროფილების სავაჭრო ზონები უკვე აშენებულია და მოვაჭრეები თანდათან შედიან და არემონტებენ კუთვნილ სავაჭრო ფართებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები ჰუალინგის ინტეგრირებულ ბაზრის ჩრდილოეთ და სამხრეთ სავაჭრო ცენტრებთან კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.