ჰუალინგის სამხრეთ სინძიანის ინტეგრირებული საბითუმო ბაზარი

ჰუალინგის სამხრეთ სინძიანის ინტეგრირებული საბითუმო ბაზარი მდებარეობს ჩინეთის ყველაზე დიდი – პაინგოლოს მონღოლეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ კორლას ბეიშანის ქუჩისა და 314 გუოს ქუჩის გზაჯვარედინთან, მთლიანად უკავია – 126 ჰა მიწის ფართობი, ბილინის 314-ე გზატკეცილი, ნანისა და სამხრეთ სინძიანის სარკინიგზო ხაზი, კორლას მატარებლის ჩრდილოეთ სადგური და კორლას საქალაქთაშორისო ავტობუსების სადგური, გააჩნია ტრანსპორტის თვალსაზრისით და გეოგრაფიულად ხელსახრელი ადგილმდებარეობა.

ბაზარი ძირითადად შემდეგ პროდუქტებზე მუშაობს: შენობების მოსაპირკეთებელ მასალები, შხამ-ქიმიკატები, ხის ნაწარმი, ქვის სამშენებლო მასალები, საკანცელარიო საქონელი, კერამიკული ნაწარმი, ჭაღები და ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ლითონის ნაწარმი, მანქანის ნაწილები, მანქანების შეკეთება, ქვაბები და ჭურჭელი, დიდი ტექნიკა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ელექტრო-მექანიკური პროდუქტები, საყოფაცხოვრებო საქონელი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საფეიქრო ნაწარმი (ტექსტილი), ხალიჩები, ხელნაკეთი ნაწარმი, წვრილი საბითუმო საქონელი; კომპანია ახორციელებს ხილის, თამბაქოს და ადგილობრივ სასურსათო ვაჭრობას, თევზი, ბოსტნეული ფრინველის ხორცი, მწერები და სხვა. ბაზრის მთავარი შენობა – ჰუალინგის სავაჭრო ქალაქის შენობის ფართობი შეადგენს 120000 მ²-ს, ნაგებობას გააჩნია კარკასული სტრუქტურა, საავტომობილო გზა ყველა სართულზე ადის, ეს შენობა ქალაქ კორლას ერთ-ერთ საუკეთესო კომერციულ ნაგებობას წარმოადგენს.

ბაზარში განთავსებულია კომერციული, საგადასახადო, საქონლის შეფასების, ხარისხის მონიტორინგის, საბანკო, საფოსტო, საკონსულტაციო, გადამზიდავი, უსაფრთხოების და სახანძრო, საინფორმაციო და სხვა სამსახურები, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგური და მატარებლის სპეციალური ხაზი, გამყიდველისა და მომხმარებლისთვის შექმნილია საუკეთესო სავაჭრო ატმოსფერო. ეს ბაზრობა 2000 წლის მაისიდან ამოქმედდა, და აქედან მოყოლებული უკვე დაამკვიდრა 3000 -ზე მეტი მოქმედი კომერციული ფირმა და სავაჭრო საქმიანობას წარმატებულად ახორციელებს, ახლა უკვე სამხრეთ სინძიანის 5 პრეფექტურის 42 ქალაქი მოსაზღვრე სახელმწიფოებისთვის გადაიქცა სასაქონლო რესურსების ბრუნვის მთავარ ცენტრად. სახელმწიფო ეკონომიკის სიმძიმის ცენტრის დასავლეთით გადანაცვლებასთან ერთად, დასავლეთ ნაწილში გამყარდა ეკონომიკური სტრატეგიები და ბიზნესსაქმიანობა წარმატებით ხორციელდება. კორლა იქცა სამხრეთ სინძიანისა და დანარჩენი ჩინეთის შემაკავშირებელ ჰაბად, ამასთანავე წარმოადგენს ქვეყანაში ნავთობის მოპოვების უმთავრეს საბადოს. იგი მისი მდიდარი სასაქონლო რესურსების ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და პოტენციური საბაზრო მოთხოვნების წყალობით წამოეწია სინძიანის რიგით მეორე ცენტრალური ქალაქს და ბიზნეს კონკურენციის პლატფორმას წარმოადგენს.