ჰუალინგის სასაქონლო მეურნეობა

შპს „ჰუალინგის სასაქონლო მეურნეობის ინდუსტრიული განვითარების კომპანია“ თანამედროვე მრავალპროფილური სასაქონლო მეურნეობის განვითარების პროექტით ჩართულია მეცხოველეობის ყველა დარგში. კომპანიის მიერ აშენებულია პირუტყვისა და ცხვრის სანაშენე ბაზა, თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობს ხორც-პროდუქტების გადამუშავება, დანერგილია მანქანა მაცივრებით მომსახურეობა, განვითარებულია ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური მომსახურეობის ცენტრი. ხორცის დისტრიბუციის საბითუმო ზონა განლაგებულია ბაზრობის მთავარ შენობაში.

სასაქონლო მეურნეობაში შექმნილია ერთიანი საწარმოო ციკლი. მიმდინარეობს საქონლის მოვლა, დაკვლა და დამუშავება. კომპანიის მიზანია ნახევარ პროდუქტების გადამუშავება და მომსახურების სისტემების ჩამოყავლიბება. სასაქონლო მეურნეობის წარმოებაში გამოყენებულია თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, ჰუალინგის მოდერნიზებული მეცხოველეობის პროექტი სწრაფად ვითარდება. ჰუალინგის სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და წამყვანი ინდუსტრიული საწარმოები ერთად აღწევენ წარმატებებს, კომპანიის ერთერთი მთავარი მიზანია ჩინეთის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მოდერნიზაცია და სწრაფი განვითარება.