ჰუალინგ. თბილისის ზღვის პლაზის გახსნის ცერემონია

30 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ჰუალინგ ჯგუფის ხელმძღვანელობა და სხვა სტუმრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ჰუალინგ ჯგუფის ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპანიის როლს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.
პლაზაში პატარა სტუმრებისათვის გაიმართა გასართობი ღონისძიებები. ჩატარდა გრანდიოზული ორ დღიანი ქეშბექ აქცია, რომლის 150 000 ლარიანი ბიუჯეტი ორ დღეში სრულად ამოიწურა.