ჰუალინგ პარკ ფესტი 2018

2018 წლის 30 ივნისს ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქის სარეკრეაციო პარკში ჰუალინგ პარკ ფესტი 2018 გაიმართა.
გრანდიოზული გასართობი ღონისძიება ილუზიონისტების შოუმ, ძაღლების შოუმ, საპნის ბუშტების შოუმ და სხვა გასართობმა ღონისძიებებმა გახსნა. გაიმართა კონცერტი სოფო ბათილაშვილის, კონსტანტინე კარანაძის, შოთა ლეგაშვილის, ქრისტინე ჯაფარიძის და სხვა მომღერლების მონაწილეობით. პარკში მოსულ ბავშვებს უამრავი მულტფილმის გმირი, პრიზები, ლაზერ შოუდა ცეცხლის შოუ დახვდათ. კონცერტი კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.