ჰუალინგ ჯგუფის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან

1 ივნისს ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტი, ბატონი მი ენჰუა ჩინელი ბიზნესმენებისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ორი დიდი ჩინური კომპანიის – უხანის თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჯგუფისა და შენჭენის ლანჟუნის ფინანსური ჰოლდინგის თავმჯდომარე და ამავე კომპანიების ფილიალების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, ფინანსთა მინისტრს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს.

შედგა კონსტრუქციული საუბრები საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პოტენციური მიმართულებების შესახებ. დელეგატები შემდეგი საინვესტიციო სფეროებით დაინტერესდნენ: ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ტექსტილის ქარხნის მშენებლობა, ფარმაცევტიკა, განათლება, ტურიზმი და ა.შ.