ჰუალინგ ჯგუფმა პლაზის მოიჯარეებისთვის გალა-ვახშამი გამართა

2 აგვისტოს სასტუმრომ „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა“ თბილისის ზღვის პლაზის მოიჯარეთა შეკრებას უმასპინძლა. შეხვედრას პლაზის 300-მდე მოიჯარე და ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჰუალინგ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ჩოგოვაძე მოიჯარეებს პლაზის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანგ შენგსინმა მათ საქართველოში კომპანიის განვითარებისა და სხვადასხვა პროექტების შესახებ მოუთხრო, ბაზის ბანკის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი გაბუნიამ მოიჯარეებს ბანკის მიერ სპეციალურად მათთვის შემუშავებული საშეღავათო პირობები გააცნო, ხოლო ჰუალინგ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა,თათია სიორიძემ სტუმრებს პლაზის გახსნის პრე-კამპანიისა და გახსნის დღის ცერემონიის პრეზენტაცია წარმოუდგინა.