1, 2 და 3 ივნისი – საბავშვო ღონისძიებები ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაში

1, 2 და 3 ივნისს ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საბავშვო ღონისძიებები გაიმართა. პატარა სტუმრებს მრავალი გასართობი დახვდათ – ჯამბაზებისა და ოჩოფეხების შოუ, ბატუტები, სასრიალოები და სხვა. 1 ივნისს საღამოს გაიმართა გრანდიოზული კონცერტი ექსპერიმენტორიუმის შოუს, ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვთა ანსამბლის და ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის, „პატარა ვარსკვლავების“ მონაწილეობით.
2 ივნისს გასართობი ღონისძიებები ასევე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და გაიმართა ინტერაქტიული თამაში ბავშვებისათვის „განძთა კუნძული“. თამაშში გამარჯვებულმა მრავალმა ბავშვმა მოიგო პრიზი.
3 ივნისს კი ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზამ უპასპინძლა 100 ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მთელი დღის განმავლობაში იზრუნა მათ კარგ განწყობაზე და საჩუქრებიც გადასცა.