ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი

ჰუალინგ ჯგუფის 5ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა

2015 წლის 16  ოქტომბერს, „ჰუალინგი.თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ფრანგული სასტუმროთა ქსელის – “ჰოთელს & პრეფერენსის” პირველი 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi” გაიხსნა , რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლება  “ჰუალინგ ჯგუფს” ეკუთვნის.

სასტუმრო საზეიმოდ გახსნა “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სინძიანის პროვინციის გუბერნატორმა, “ჰოთელს & პრეფერენსის” აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.