Myway Airlines

ჰუალინგ ჯგუფის ერთ-ერთი ახალი მიმართულება Myway Airlines, საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. კომპანიამ ექსპლუატანტის სერთიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 2018 წლის დასაწყისში აიღო. ამჟამად ავიაკომპანია რეაგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ავიაკომპანიის ავიაპარკი Boeing-737-800 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. თითოეული ხომალდი 8 ბიზნეს კლასის და 162 ეკონომ კლასის ადგილით არის აღჭურვილი.
Myway Airlines მომხმარებელს საქართველოდან ევროპის, შუა აღმოსავლეთის და დსთ-ს მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას სთავაზობს.
კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში თბილისის აეროპორტს ჰაბის ფუნქცია შესძინოს. 5 წლიანი გეგმის ფარგლებში Myway Airlines ტრანსატლანტიკურ რეისებს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და შორეულ აღმოსავლეთში განახორციელებს და სხვადასხვა კონტინენტებს ერთმანეთთან თბილისის საშუალებით დააკავშირებს.
ავიაკომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
ხელმისაწვდომი ფასები, მეგობრული და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.