ბაზისბანკი

ბაზისბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს. 2012 წელს ჰუალინგ ჯგუფმა ბაზისბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა


დეტალურად


მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია.ერთ სართულზე, 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში, თქვენ შეხვდებით 60,000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს ისეთი ქვეყნიდან, როგორებიცაა: ამერიკა, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ირანი, ნიდერლანდები და ა.შ.


დეტალურად




ნიუტონის სკოლა, რომელიც ჰუალინგ ჯგუფმა შეისყიდა 2020 წელს, დაარსდა 2013 წელს. წარმოადგენს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებას და განკუთვნილია 1-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან.


დეტალურად




ჰუალინგ ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის განვითარებაში. საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით არის დაფარული.


დეტალურად




“ჰუალინგ ჰოთელ ქუთაისი” წარმოადგენს ბიზნეს-კლასის სასტუმროს 38 კომფორტული ნომრით. ის მდებარეობს ქუთაისში და განთავსებულია რეკრეაციულ ზონაში, რისი წყალობითაც მიმდებარე ტერიტორია გაჯერებულია სუფთა და ჯანსაღი ჰაერით. მიმდებარე ტერიტორიაზეარსებული მღვიმე და თერმული წყლებით უზრუნველყოფილი გამაჯანსაღებელი კურორტი სასიამოვნო განწყობას შეუქმნის სასტუმროში მცხოვრებ სტუმრებს.


დეტალურად




ეკონომ კლასის სასტუმრო „დორმითორი ჰუალინგ თბილისი“ საუკეთესო არჩევანია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველთათვის. 83 ნომრიანი სასტუმრო გთავაზობთ 75 სტანდარტულ და 8 საოჯახო ნომერს, რაც თქვენს კომფორტულ და სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს.


დეტალურად




„ჰუალინგ თბილისის ზღვის რეზიდენსი“ მდებარეობს თბილისის ზღვის ახალ ქალაქში და წარმოადგენს პირველ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სრულყოფილების შეგრძნებას.


დეტალურად




პროექტი ჰუალინგ ვილა & თაუნჰაუსები ხორციელდება თბილისის ზღვისა და ჰუალინგ პარკის მიმდებარედ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის რეკრეაციულ ზონაში. ის წარმოადგენს დაცულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელშიც განთავსებული იქნება 42 ვილა და 11 თაუნჰაუსი. ვილებისა და თაუნჰაუსების საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 220-320 კვ.მ.-მდე იქნება. თითოეულ შენობას ექნება საკუთარი ინდივიდუალური ეზო 200-800 კვ.მ. ფართობით. ვილებსა და თაუნჰაუსებს ერთმანეთისგან ინდივიდუალური გალავანი გამოყოფს და თითოეულ მათგანს ექნება 2 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი დამოუკიდებელი შესასვლელით.


დეტალურად




თბილისის ახალი „სავიზიტო ბარათი“ - თანამედროვე ევროპულ სტილში აშენებული სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს 246 ნომერს სთავაზობს.


დეტალურად




საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში საუკეთესო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მას გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, ადვილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაადგილება, პლაზა განთავსებულია ქალაქის ცენტრთან ახლოს, რაც ძალიან მოხერხებულია უცხოელი ბიზნესმენებისათვის თავიანთი საქმიანობის განსახორციელების თვალსაზრისით.


დეტალურად




ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი) წარმოადგენს 36 ჰექტარზე განთავსებულ, გადასახადებისგან თავისუფალ მრავალპროფილური ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. ჰუალინგის თიზ-ს გააჩნია ლოჯისტიკურად სტრატეგიული ადგილმდებარეობა - მანძილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე შეადგენს 19 კმ-ს, შავიზღვისპირა ქალაქ ფოთის პორტამდე - 95 კმ-ს, ხოლო დედაქალაქამდე - 210 კმ-ს, შესაბამისად იგი ხელსაყრელია იმ მრავალფეროვან ბაზრებზე წვდომისათვის, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთსა და თურქეთთან.


დეტალურად




ჰუალინგის პარკი 20 ათასი კვ. მ. ფართობის მქონე სარეკრეაციო პარკს წარმოადგენს. მასში განთავსებულია 4 ხელოვნური ტბა, სამი სცენა, შადრევნები და ვენახი, რაც იდეალურ გარემოს ქმნის კონცერტებისა და სხვა სახის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩასატარებლად.


დეტალურად