ჰუალინგი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა


ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი) წარმოადგენს 36 ჰექტარზე განთავსებულ,  გადასახადებისგან თავისუფალ მრავალპროფილური ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. ჰუალინგის თიზ-ს გააჩნია ლოჯისტიკურად  სტრატეგიული ადგილმდებარეობა - მანძილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე შეადგენს 19 კმ-ს, შავიზღვისპირა ქალაქ ფოთის პორტამდე - 95 კმ-ს, ხოლო დედაქალაქამდე - 210 კმ-ს, შესაბამისად იგი ხელსაყრელია იმ მრავალფეროვან ბაზრებზე წვდომისათვის, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთსა და თურქეთთან.

ჰუალინგის თიზ-ი, რომელიც ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, კომპანიებს სთავაზობს 100%-იან გათავისუფლებას მოგების, დივიდენდის, დღგ-ს, საბაჟო და ქონების გადასახადებისგან. ყველაზე დაბალი კომუნალური ტარიფები და იაფი მუშახელი ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ს აქცევს წარმოების, გადამუშავებისა და ვაჭრობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილად.

მარტივი და სწრაფად განხორციელებადი ბიზნეს პროცედურები ჰუალინგის თავისუფალი ზონის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა: კომპანიის რეგისტრაცია შესაძლებელია 1 დღეში (მათ შორის საბანკო ანგარიშის გახსნა); გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და სამშენებლო რეგულაციები; ნებადართულია 100% უცხოური საკუთრების უფლება; არ არსებობს მოთხოვნა საწესდებო კაპიტალსა და მინიმალურ ინვესტიციებზე.

თიზ-ის კიდევ ერთი ბენეფიტი იქ არსებული სხვადასხვა სიდიდისა და სპეციფიკის მზა საწარმოო და სასაწყობე შენობებია, ისევე როგორც მიწის ნაკვეთები ყველაზე კონკურენტულ საიჯარო ფასად. 

უამრავი საწარმოო და სავაჭრო კომპანია უკვე ეფექტურად სარგებლობს ჰუალინგის თიზ-ის ზემოხსენებული უპირატესობებით. მათ შორის არის ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები.

ელ. ფოსტა: info@hualingfiz.ge  ვებ-გვერდი: www.hualingfiz.ge