ჰუალინგის პარკი
ჰუალინგის პარკი 20 ათასი კვ. მ. ფართობის მქონე სარეკრეაციო პარკს წარმოადგენს. მასში განთავსებულია 4 ხელოვნური ტბა, სამი სცენა, შადრევნები და ვენახი, რაც იდეალურ გარემოს ქმნის კონცერტებისა და სხვა სახის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შენდება ლავანდების ბაღები და ღვინის მუზეუმი, რაც ჰუალინგის პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისათვის.