ბაზისბანკი
ბაზისბანკი
ქართულ საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს. 2012 წელს ჰუალინგ ჯგუფმა
ბაზისბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კაპიტალის გაზრდამ ბაზისბანკის
სტაბილურობასა და მომსახურების მაღალ ხარისხს დიდი ფინანსური შესაძლებლობებიც
შემატა და ამჟამად, 3 მილიარდ ლარზე მეტი აქტივებით, ბაზისბანკი
უმსხვილესი ქართული ბანკების ოთხეულშია, არაერთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან
პარტნიორობს და მომხმარებლებს ქვეყნის ყველა მოწინავე რეგიონში ემსახურება.
ჰოლდინგი აერთიანებს სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიებს - ბბ დაზღვევასა და ბბ
ლიზინგს. ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო
და მსხვილ ბიზნესებს. ბაზისბანკის კონკურენტული უპირატესობა, ყოველთვის იყო
ინდივიდუალური მიდგომა და თითოეული მომხმარებელის ინტერესების მაქსიმალურად
გათვალისწინება, რასაც თავის მხრივ კომპანიის მასშტაბიც უწყობდა ხელს.